Posts

Showing posts from January, 2019

მკითხავი

Image
კარი გაიღო და ქალი გამოვიდა. გრძელი შავი კაბა ეცვა. შიშველი ფეხები ჰქონდა და ნელი სვლით, მოკლე ნაბიჯებით მიიწევდა წინ. გზა რომელსაც შიშველი ტერფებით გადიოდა მხოლოდ მისი იყო - მისი გასავლელი. ემოციებით, გრძნობებით და იმედებით სავსე მიიწევდა წინ. დერეფანში მიმავალი შიშველი ფეხები იყო სიმბოლო გაყრის და შეერთების, მიახლების და განშორების. *** სავსე მთვარე იყო. ფარდები გადასწია. ოთახში შუქი ჩააქრო. პატარა მაგიდაზე სამი სანთელი დადგა. დაანთო. მათ შუაში გამჭვირვალე ჯამით წყალი ჩადგა და შელოცვის ბუტბუტი დაიწყო. კოსმიური ძალების გამოსახმობად შესაფერისი დრო იყო. მას შური უნდა ეძია. დამცირებას და შეურაცხყოფას არავის აპატიებდა. სასტიკად დასჯიდა და აზღვევინებდა იმას რომ მოატყუეს. მეტი არც არაფერი ახსოვდა, მისი გონება სრულად იყო მოცული ბრაზით და ბოღმით. უნდოდა აღესრულებინა ჩანაფიქრი და შედეგით დამტკბარიყო. მხოლოდ ეს თუ დაამშვიდებდა. ბავშვობაში ბებიამ პატარა ლოცვა ასწავლა და უთხრა, თუ ამ ლოცვას სავსე მთვარის დროს იტყოდა და სურვილს ჩაუთქვამდა, აუცილებლად შეუსრულდებოდა. დაარიგა, თუ ვინმე...