კ ლ ო უ ნ ა დ ა
იყო ერთი კლოუნი: დიდი ფეხსაცმელებით, კუბოკრული შარვლით, ჭრელი პიჯაკით, გაბურძგნული მრავალფერი პარიკით და სახეზე მიხატული ფართო ღიმილით... გამოდიოდა სცენაზე, ჟონგლიორობდა, მალაყებითა და ხტომა-ტრიალით ართობდა მაყურებელს. ერთი ჩემოდანი ჰქონდა, რომელშიც ხუთი პატარა ბურთი, ხუთი კეგლი და ერთიც დასაკეცი ერთთვლიანი ველოსიპედი ედო. დადიოდა ქალაქიდან-ქალაქში. მოედნებსა და დარბაზებში წარმოდგენებს მართავდა და უდარდელად ცხოვრობდა... ჰაერში ბურთები დაფრინავდა... ერთი ბურთი, ორი ბურთი, სამი ბურთი, ოთხი ბურთი... მერე კეგლები აპობდნენ სივრცეს... ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი. სამი... დდნ-დდნ, დდნ-დდნ, დდნ-დდნ... მატარებლის ვაგონების რიტმში მიდიოდა წარმოდგენა და მისი ცხოვრებაც ამ რიტმივით მონოტონური იყო... დრო გადიოდა... ერთფეროვანი დღეები, მაყურებელთა ოვაციებით იყო სავსე. გახალისებული ბავშვების გაოცეული თვალები მისი ყველაზე დიდი ჯამაგირი იყო... ეს მისი სამყარო იყო და თავად იყო მთელი სამყარო. ასე ეგონა და იყო ბედნიერი... მაგრამ ერთ დღეს... ქალაქის მოედანზე, ფანტ...