ტრაქტორის ნაწილები
ერთი წითელი ტრაქტორი მყავს, ბაბუაჩემმა დამიტოვა რო მოკვტა. ასთე მითხრა ამას შენ მიხედე ბაბუ და აგი შენ მოგხედავსო. 15 წლის ვიყავი მაშვინ, გევიდა 15 წელი და გადავხანით ვანის სულორი და სხვა სოფლები მე და ჩემმა წითელმა ტრაქტორმა.
ვანში დევიბადე და გევიზარდე, შრომაში და ჯაფაში გეიარა მთელმა ცხოვრებამ სიმონ. მთელი დღე მიწაზე მვუშაობდი, საღამოობით კი უბანში ბიჭები
ვგლახაობდით. ხან ქეიფები და დროსტარება იყო, ღვინო გიტარა და ტაშ-ფანდური. ისთე
ქე რო „ყოველი დღე შაბათია“ო სიმღერა რომაა. სეზონზე მოსაწევი არ გვაკლდა და ეგ
იყო ჩვენი გართობა.
მარა, მომკლა ამ ტრაქტორის ნაწილების ჩარმხვამ. რაც დრო გადიოდა მალი-მალ
უფუჭდებოდა, რაცხა-რაცხები. ნახევრჯელ ქვეშე ვიყავი შემძვრალი და ვაკეთებდი. ისთე
დევიღლებოდი, ბაბუაჩემს შოვუთვლიდი მოუსავლეთში, შენ მოგეცა ჩემი ცოდვა ამ
ტრაქტორიზა რომ გამწირეთქვა...
მერე საწვავიც გაძვირდა, გაჭირდა ცხოვრება. ხალხს მოსახნავიზა ფული აღარ ჰქონდა. რაის ვიზამდი, წყალზე არ მუშაობდა ეს
დალოცვილი ჩემი ტრაქტორი და რამფერ მომეხნა საწვავი თუ არ მექნებოდა?!
ეეხ... უჭირს ხალს, უჭირს. პურის ფულიზა შრომობენ მთელი წელი. ძნელია
სოფელი... მერე ხან არ უმართლებთ, ცა ჩამეექცევათ ხომლე თავზე და დეიფსება მთელი
ნაშრომ - ნაჯაფი. ასთეა ეს და ქალაქელებს ყოლიფერი რო ადვილი გონიათ ძალიან
ცთებიან.
გამოსავალი უნდა მომენახა, მაგრამ რაი არ ვიცოდი. თვარა უმუშევარი დავრჩებოდი
მეცე და ბირჟაზე მომიწევდა დგომა.
ზაფხულის პირზე, გაგანია მზეში სამუშაოდ გასულს ბავჯელ მიფიქრია, ტრაქტორს თავზე მზის ბატარეები რო ქონოდა, რას ვიმუშავებდი სიმონ?!...
ხალხიც კმაყოფილი იქნებოდა და მეც ბლომად სახნავი მექნებოდა. შრომა მე არ
მეზარებოდა და მოვხნავდი ჩემი რა მიდიოდა. ისე, მართლა რო დემეყენებინა ბატარეები
ნეტავი აამუშავებდა მოტორს და მოხნავდა? სულ მაგის ფიქრში ვიყავი... რომელი
გამომგონებელი მე დევიბადე, ორი ღერი ფიზიკა არ მისტავლია სკოლაში. მარა ერთი
მაგფერი ტრაქტორი კიც დახატავდა მთელს ვანს და დუნიას.
ერთ დღეს ჩემს ტრაქტორს ჩაეშალა პაჩევნიკები. ვერ ვიშოვე ქუთაისში და წამევედი თბილისში. იქინე ჩემი ძმაკაცები, ვანელი ბიჭები მუშაობდნენ საცხ-საცხა. ხოდა ვიფიქრე ცოტას გევერთობი კიდეცთქვა,
თვალს წყალს დავალევინებ. ქალაქელ გოგოებში გევირონიებთქვა... პირველ დღეს დავლიეთ, დავთვერით… დარჩი დეიკიდე მაი ტრაქტორიო, მითხრეს ბიჭებმა. მეორე დღეს უბედურ პახმელიაზე ვიყავი სიმონ. რა დალიე ამფერი გაგისკტა
მუცელითქვა ჩემს თავს ვეუნებოდი. მესამე დღეს ჩემმა ძმაკაცმა თავის სამსახურში წამიყვანა მძღოლები ჭირდებათ, და წამოი შენი რა მიდისო. გავყევი და მართლა მევეწონე უფროსობას.
დამასაქმეს სიმონ?!...
ახლა აქანე გამომიჩთა სამსახური და ერთი ჩემი ტრაქტორიცთქვა გევიფიქრე. ვიმუშავებ ჩემი რაი მიდისთქვა... ასთე დევიწყე 24 ნომერი ავტობუსის მძღოლობა.
ერთ დღეს გატენილ ავტობუსს მივარახრახებდი, განრიგს ჩამორჩენილი ვიყავი და ვჩქარობდი. გაჩერებაზე მოხუცი ქალი ჩადიოდა, სარკიდან დევინახე რო ჩადგა ორთავე ფეხი და ჩევიდა, კარი დავხურე. იმას კიდო პარკი ჭერია ხელში და მოყვა კარში სიმონ... დეიწყო ყვირილი. გავაღე კარი და გევიგონე რაფერ მომაწყევლა - გაგიხმეს თავი რა ზარალში ჩამაგდეო. აუფ გევიფიქრე, აგი მინდოდა ახლა კიდო თქვა?! მთელ დღეს სარკეში ვიყურებოდი მართლა ხომ არ გამიხმა თავითქვა.
იმ საღამოს დაღლილ-დაქანცული მარკეტში შევედი სიგარეტიზა. ვინცხა გოგო შემომეფეთა, იმფერი ლამაზი იყო, ბაბუაჩემი რომ იტყოდა ტონტოლე გოგოა და ნამდვილი კასანდრეაო. დოვუჟუჟუნე თვალები, მოი გოგო ნაყინზე დაგპატიჟებთქვა მე ვუთხარი. არაო გეიცინა. მაშვინ შოკოლადზე თქვა - არაო თავი გააქინცილა და გეიცინა. აპა რაი გინდა გოგოთქვა ვკითხე. შენ თვითონ რაი გინდაო აქეთ მკითხა და კიდო გეიცინა სიმონ?! იმფერი ლამაზი იყო ი დალოცვილი, რავა გინდა გულში არ ჩავარდნოდა კაცს... შენისთანა გოგო მინდა თქვა ვუთხარი. იმან კიდო გეიცინა. აგი გონია მე დამცინისთქვა და დავაპირე მეთქვა შენი სამასხარაო ვინაა სიმონ, რო... წამოიო მითხრა. რაი თქვა? გამომყევიო. გონია მელანდება თქვა კი ვიფიქრე მარა გავყევი მაინც. მივიდა შავ მანქანასან. რაის ხედავს ჩემი თვალები სიმონ?! აუდია A8, თან შავი ბზიალა. შემოვუარე მანქანას ერთხელ, ორჯელ... ის გოგო კიდო იცინოდა. შენია აგი თქვა ვკითხე. კიო თავი დამიქნია. წამოდი გაგასეირნოო. რას ამობ გოგო შენ რაფერ უნდა გამასეირნო თქვა. დაჯექი და ნახავო. ჩავჯექი, გავშტერდი სიმონ, რა მანქანა იყო გედევირიე. ქალიც რა მაგარი იყო. გადავწექი სავარძელში და აწი წამიყვანე საცხა გინდა თქვა მე ვუთხარი. გეიცინა. რავა სულ იცინი გოგო თქვა ვკითხე. სასაცილო ხარო. რაის სასაცილო ვარ ხომ არ გედეირიე თქვა ვუთხარი. გინდა საჭესთან დაგაჯინო, მართვა იციო? რაიო, მართვა იციო, აგი
რა მკითხა სიმონ?! რასაა გოგო რომ ლაპარიკობ, 15 წლიდან ტრაქტორზე ვზივარ და ყანებს ვხნავთქვა.
გააჩერა და მართლა დამაჯინა დალოცვილმა მაგან, თან გზას მასტავლიდა საით წავსულიყავი.
ავედით საცხა სულ ზევით - ზევით. ხელის გულზე მოჩანდა თბილისი. გადმევედით და მიმოვიხედე, ზღაპარში ვარ გონია თქვა გევიფიქრი, მაგარი მანქანა, მაგარი ქალი და მარტო მე სიმონ. მეტი
რაი გინდა კაცს რომ იოცნებო?!... გონია მძინავს თქვა და ხელგაშლილი დავბზრიალდი თან დევიყვირე "-ოეეეეე..." მაინც არ გემეღვიძა სიმონ. აპა თუ ახლა არ მძინავს და აგი ყოლიფერი ჩემია თქვა, მივალ და ვაკოცებ გოგოს თქვა. გავხედე, კაპოტზე იჯდა და კიდო იცინოდა. მივედი, აქანე ჯდომა არ შეიძლება თქვა ვუთხარი. არაუშავსო. რაის არუშავს გოგო, წამოი სხვაგან დაგაჯენ თქვა. კიდო გეიცინა. მაცადე ახლა რაი გიქნა მაგ სიცილიზათქვა და მივედი ვაკოცე ლოყაზე - გაჩუმდა სიმონ... კიდო ვაკოცე, კიდო და კიდო.
მივეპარე და ჩავკოცნე ტუჩებში... არ ამოუღია ხმა. გედევირიე, მოვკვდი გონია და სამოთხეში ვართქვა ისიც ვიფიქრე. მარა არა სიმონ... ის ქალი გამახსენდა თავი გაგიხმესო რომ მომაძახა, ოღონდ ახლა ნუ გამიხმება ეს თავი, მადროვოს პაწა და მერე კიც ვიქნები თავგასახმობი და გამიხმეს არ ვჩივარ მაგას თქვა...
ასთე იყო ეგ ამბავი. მერე რომ მიმიყვანა სახლთან, შენი ნომერი მომეცი დაგირეკავო მითხრა. დამირეკავდა აბა სად წევიდოდა იმფერი ჩოვუტარე იმ დღეს...
ბიჭებმა არ დამიჯერეს ტრანსი იქნებოდა ეგ ვინცხა, კაი შენთან ვინ გეივლიდაო. რაია ტრანსი ხომ არ აჭანჭყარებთ თქვენ ბიო თქვა. ტრანსი იგია, ჯერე რომ კაცი იყო და მერე რომ ქალი გახდაო. არ ვიცი მე
ტრანსი თუ რაცხა ჯანდაბა, „იგი“ არ ება და რაიც ება კიც მოვშინჯე და... ქალი იყო თან რა ქალი თქვა...
ორი დღის მერე მართლა დამირეკა და გამომიარა. წევედით ისევლე იქ საცხა პირველ დღეს ვიყავით. სულ ორჯელ დამირეკა და ორჯელ წეველით იქ. მესამედ რო დამირეკა სახში მიმიყვანა
თავისთან. რას ხედავს ჩემი თვალები, ბულდოგი ძაღლივით პირდაფჩენილი და
ენაგადმოგდებული ხალხი დამხვდა სიმონ. სხვა რამეს
ველოდი და გევები გონია თქვა ვიფიქრე, მარა გვიანი იყო. აგენი ჩემი ოჯახის წევრები არიანო
ისინი მე გამაცნო, იმათ კი ჩემი თავი წორუდგინა, აგი ჩემი საქმროაო. რაის საქმრო ხომ არ გედეირია ეს ქალი თქვა პირი გავაღე მეთქვა, მარა მერე ისეთი რამე თქვა
პირდაფჩენილს ენა მუცელში გედემეყლაპა - ორსულად ვარ ამ კაცისგანო. ზეზე წამევიჭერი - რაის ბალღი, ჩემი არაათქვა უნდა მეთქვა,
იქედან „ბულდოგი ძაღლები“ გემეენთნენ, შუაში მე აღმოვჩთი, ან მე დამგლეჯენ ან ამ საწყალს
თქვა შემეშინდა. შუაში ვიდექი და პირდაფჩენილი ხელებს ვიქნებდი. მერე ქალმა გვერდით ოთახში გამიყვანა და კუთხეში მიმიმწყვდია. ისეთი თვალები შემომანათა, იმფერი ლამაზი იყო და ისთე მაკოცა. ჩემი არაა ბაღანა, მარა ვისიც არ უნდა იყვეს მაინც ჩემიათქვა ვუთხარი. ჩემი ცოლი ხარ და წამოი დღესვე სულორში წაგიყვანოთქვა. ასთე შემაბა ეჟვანი სიმონ, მარა იმ დღეს არ გამომყვა. ორ დღეში ისევლე დამირეკა და მომაკითხა, წამეიყვანე შენი ძმაკაცი ჯვარი დევიწეროთო. ასე ჩუმად რაფერ
გამევიდოდა, მარა, რომ არ დეიშალა სულ არ გედეიფიქროს თქვა შემეშინდა და გავყევი. დევიწერეთ ჯვარი და წევიყვანე მამასთან სულორში.
მამა კარში დამხვდა რო მივედით. მამა! მე ვუთხარი აგი იგია თქვა. ვინ იგია ბიოო, მკითხა. ვინ იგი და ჩემი ცოლია თქვა. რაის ცოლი სიმონ, ტრაქტორის ნაწილებიზა წადი და ცოლი მეიყვანეო?! ძლივას დავაჯერე რო ცოლი იყო. აგი კიდო იცინოდა. ყორფელზე იცინოდა ე დალოცვილი. დევილაპარაკებდი და იმწუთში სიცილს
იწყებდა. აგი მომიკვტება ნაცინებითქვა კი მეშინოდა.
ასთე ვიყავით და ვცხოვრობდით სულორში. ორ თვეში მუცელი მეეშალა. მაინც არ იყო ის ბაღანა ჩემი, მარა მინდოდა... ა, ახლა გამიხმეს თავი ბარემღაცა თქვა
გევიფიქრე, იმის მეშინოდა რომ დამტიოს და წევიდესთქვა.
მარა, არ უფიქრია წასვლა...
კაი ანეკდოტი კი
გამემივიდა, მთელი ვანი გლახაობდა, ბენიას ბიჭი ქალაქში ტრაქტორის ნაწილებიზა
წევიდა და ქალი ჩამეიყვანაო... არ ვჯავრობდი მე მაგას. ეგლახავათ რამდენიც უნდოდათ,
უსაქმურები იყვნენ მაინც.
ვანში რომ
გევივლიდით მე და ჩემი ცოლი, ყველა ჩვენ გვიყურებდა. მანქანის სანახავად ხო
მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ჩემი ცოლი კი კვტებოდა ნაციცენები.
სიამ-ტკბილობაში და
თბილად ჩახუტებაში გევიდა შემოდგომა - ზამთარი ისთე რო ვერ მოვწყდი ჩემ ქალს.
გაზაფხული რო მევიდა, ხან ერთმა მეზობელმა მომიკაკუნა ხან მეორემ. ხვნის სეზონი
იყო და... ე, მაშვინღა გამახსენდა ბაბუას დანატოვი ტრაქტორი „ამას შენ მიხედე და
აგი შენ მოგხედავსო“, რომ მითხრა. რაცხა უნდა მემეფიქრებინა, ისევლე ქალაქში ხომ
არ წევიდოდი ტრაქტორის
ნაწილებიზა?! ამფერ ხლაფორთში ვიყავი ჩემმა ქალმა რომ მნახა, მაზუთში ამოგანგლული.
კაი სანახავი კი ვიქნებოდი ისე?!. ახალ ტრაქტორს გიყიდიო მითხრა. რასაა ქალო რომ
ბჟუტურობ თქვა. აგი ბაბუამ დამიტოვა და უნდა ავამუშაო რაცხანაირად თქვა. მაშვინ
მითხრა გამოვიძახოთ ხელოსნები და აგიწყობენო. ლამაზი ხოა და ჭკვიანიც რომაა ეს
დალოცვილი, ავშენდი გონია და ეგაა თქვა. ქალი იმფერი ამბავია ან აგაშენებს ან
დაგაფსებს და მე დაფსობილს რაღა დამაფსებდა...
იმ საღამოს ჩუმად გავანდე ტრაქტორი მზის ბატარეებზე რო მუშაობდეს ხალხი ბედნიერი იქნებოდათქვა. კაი აზრიაო მითხრა. ჩემი დეიდაშვილია დასაქმებული კომპანიაში რომელიც ენერგოეფექტურ მომარაგებაზე მუშაობსო. ვეტყვი და მოგეხმარებაო. მერე დოურეკა თავის დეიდაშვილს და მოუყვა რაც ვუთხარი. მივხვდი მაგრად გლახაობდნენ ჩემზე. ორივე კვტებოდა ნაცინები. მეწყინა, რაია ჩემთან საგლახაოდ ხართქვა?! ვუთხარი და გადავბრუნდი. მევიდა და მომეხუტა, მაგრამ მე მაინც გაბუტულმა დევიძინე.
იმ საღამოს ჩუმად გავანდე ტრაქტორი მზის ბატარეებზე რო მუშაობდეს ხალხი ბედნიერი იქნებოდათქვა. კაი აზრიაო მითხრა. ჩემი დეიდაშვილია დასაქმებული კომპანიაში რომელიც ენერგოეფექტურ მომარაგებაზე მუშაობსო. ვეტყვი და მოგეხმარებაო. მერე დოურეკა თავის დეიდაშვილს და მოუყვა რაც ვუთხარი. მივხვდი მაგრად გლახაობდნენ ჩემზე. ორივე კვტებოდა ნაცინები. მეწყინა, რაია ჩემთან საგლახაოდ ხართქვა?! ვუთხარი და გადავბრუნდი. მევიდა და მომეხუტა, მაგრამ მე მაინც გაბუტულმა დევიძინე.
მეორე დღეს რაის
ვხედავ. ეზოში ჩამევიდა დიდი თეთრი „სპრინტერი“. უკან ჩემი ცოლის დეიდაშვილი მოყვა
თავისი მანქანით. სამი ხელოსანი ახლდა და ყველა საჭირო ნივთი წამეეღოთ.
ეს სამი კაცი რომ
შეესია ბაბუაჩემის დანატოვ ტრაქტორს და გამოშიგნეს. მატორი სუმთლად ამოაცალეს და
გვერდზე მეისროლეს. ე, მაშვინ გევიფიქრე, საწყალი ბაბუაჩემი ალბათ საფლავში
ტრუალებსთქვა.
ვერც ახლოს მივედი და ვერც ხელი შევუშალე. ისეთი სხარტი ბიჭები
იყვნენ ერთ დღეში დაასრულეს ჩემი ტრაქტორიზა შიგნეულობის გამოცვლა. მერე ორი დიდი
პლეტასავით ლურჯი რაცხა დაამაგრე ტრაქტორს სახურავზე. გავხედე და გულს შემომეყარა,
რა დღეში ჩაგაგდეს ჩემო მარჩენალოთქვა, ლამის ცრემლები ჩამოვყარე. გული ამიჩუყდა
ამხელა კაცს. მამაჩემი გვიან საღამოს დაბრუნდა მინდვრიდან, რომ დეინახა რა დღეში
იყო ტრაქტორი გედეირია, გიჟები ხართ თქვენ ვინცხები ხართო და წევიდა, ვერ ვუყურებ
მე მაგას არ შემიძლიაო.
გევისტუმრებ ახლა
ამათ და მოვდღლეზავ მერე იმ ბატარეებს და გევისვრი მოუსავლეთში თქვა ვფიქრობდი.
საღამო ხანს
დაასრულეს და ორი დიდი აკუმულატორი დოუყენეს, მერე შეაერთეს მზის ბატარეები
ტრაქტორის ელექტროობასან და საქოქში გადაწიეს გასაღები. მართლაც დეიქოქა სიმონ?!
გედევირიე. მიველი ახლოს ხომ არ მომესმათქვა. ხელოსანმა გასაღები გამომიწოდა და
მითხრა, ჩეიბარე შენი ენერგოეფექტური ტრაქტორიო. რაითქო ჩევეძიე. ე-ნერ-გო-ე-ფექ-ტუ-რი
ტრაქტორიო. მზის ენერგიაზე მოხნავს სახნავსო. გეიცინა და ბეჭზე ხელი დამიბრახუნა.
ეგი რაი გამევიდა
სიმეონ?! გედეირია ხალხი. იმფერი დაბალი ხმა აქვს, მეზობლის ახალი მერსედესი უფროა
ტრაქტორი მასთან შედარებით.
ვინცხა მერების
გაერთიანება ყოფილა. შეთანხმება დოუდიათ, ენერგო ეფექტურობის ამაღლებასა და
ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობენ. გარემოსდაცვით საქმიანობებს და განახლებადი
ენერგიის გამოყენების დამკვიდრებას ცდილობენ. მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული ჩემი
გამოგონებული ტრაქტორის სანახავად.
დიდი კაცი გავხდი,
მთელმა დუნიამ გეიგო ჩემი ამბავი. სერიული წარმოება დევიწყოთო შემომთავაზენ. რაც
კაი იქნება და ჩემს ქვეყანას გამოადგება იგი მინდა მეცთქვა ვუთხარი.
ასთე იყო აი
ამბავი. მართლა მზის ენერგიაზე ხნავს ბაბუაჩემის დანატოვი ტრაქტორი. ხალხს ფული
რომ არ აქ, ზოგს ქათამი მოყავს, ზოგს გოჭი და ზოგსაც დეკეული. სიმინდის დაფქულით
გემევსო ბეღელი.
ვცხოვრობთ ტკბილად
და ბედნიერად მე და ჩემი ქალაქალი ქალი, რომელიც ტრაქტორის ნაწილებიზა წასულმა
ჩემევიყვანე და დევიტოვე.
ბაბუაჩემი კი ალბათ
ამაყობს ჩემით, მოუსავლეთში. ბრძენი კაცი იყო, ბრძენი.
17.09.17
ეს მოთხრობა კონკურსი - "ლილე 2017"- თვის შეიქმნა. კონკურსის მოთხოვნების მიხედვით ნაწარმოები უნდა ყოფილიყო ენერგოეფექტურობაზე. პირობებს რომ გავეცანი იმდენად მერთულა, ვიხუმრე, ტრაქტორის ნაწილებზე უფრო ადვილად დავწერთ ვიდრე მაგ პირობებზეთქო. მერე ხუმრობა-ხუმრობაში, მართლაც შემომეწერა ეს მოთხრობა.
კონკურსის შედეგებში საპრიზო ადგილი ვერა, მაგრამ მეოთხე ადგილი ავიღეთ მე და ჩემმა "ტრაქტორის ნაწილებმა".
Comments
Post a Comment