"სოხუმი დაეცა!!!"
27 სექტემბერი. სოხუმის დაცემის დღე. ქვეყნის მეორე ბოლოში ვცხოვრობდი. მაშინ მხოლოდ 6 წლის ვიყავი. ომი მე არ შემხებია, მაგრამ ჩემს ახლობლებს შეეხოთ და ამით გახდა ეს ტრაგედია ჩემი თავგადასავალი. ეს ამბავი არის 25 წლის ბიჭზე და მის დედაზე. ეს ბიჭი ბიძაჩემია, მისი დედა კი ჩემი ბებია. ერთ საღამოს ჩვენთან, კახეთში დედის ნათესავები ჩამოვიდნენ სამტრედიიდან, ქუთაისიდან და ვანიდა. დედას ძალიან გაუხარდა მათთან შეხვედრა. ასე უთხრა, წუხელ სიზმარში ვნახე მერცხლების გუნდი შემომეხვიაო. აი, ამიცხადდა კიდეცო. მეც გამიხარდა, ჩემს 5 წლის ძმასაც. ისინი ომს გამოექცნენ. ყოველ წუთს შეიძლებოდა მათთანაც ჩამოვარდნილიყო ჭურვი. პირველად მაშინ მივხვდი ომი რომ იყო. მაგრამ ომი რა იყო ეს არ ვიცოდი. ყოველ საღამოს ოჯახი ტელევიზორთან რომ იკრიბებოდა და ბავშვებს ხმის ამოღების საშუალებას არ გვაძლევდნენ ვერც მაშინ ვხვდებოდი რა მძიმე მდგომარეობა გვქონდა ოჯახში. მახსოვ თეთრთმიანი ბებიაჩემი როგორ ყურადღებით უსმენდა საღამოს საინფორმაციო გამოშვებას. მკერავი იყო. საქმეს უცებ მოამთავრებდა და ტელევიზორთან ჯდებოდა. გონებ...