ძველი გზა
... გავუყვებოდი მიტოვებულ რკინიგზას. შევიდოდი ღრმად ტყეში. ვივლიდი ძველ რელსებზე. მივიდოდი გზის ბოლომდე და ვნახავდი სახლს. ძველებურ პატარა სახლს მომცრო ფანჯრებით, მოაჯირიანი ვერანდით და მსხვილი საკვამურით. შევიხედავდი სარკმელში და დავინახავდი მოხუც ქმარს წიგნით ხელში, ცხვირზე დიდი სათვალით, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მიშვერილი ჭრელწინდებიანი ფეხებით. ვნახავდი მოხუც ცოლს მის გვერდით, საქსოვით ხელში. გამაოცებდა მისი უნარი უსათვალოდ ქსოვისას. გამაოცებდა კაცის ტკბილი ხმა ვაჟას პოემების ხმამაღლა კითხვისას.
გამაოცებდა პატარა სამზარეული.
მუქი ფარდის მიღმა მიმალული ერთი საწოლიც გამაოცებდა.
გამაოცებდა პატარა მაგიდა ორი სკამით.
პატარა კარადა წიგნებით სავსეც გამაოცებდა.
ძველებური ნავთის ლამფა, ფანჯრებზე დაკიდებული ნაქსოვი ფარდები და ხის ფიგურების სათლელი ხელსაწყოები გამაოცებდა.
ვნახავდი სამყაროს ძალიან პატარას მაგრამ ძალიან დიდს თავისი არსით.
ვნახავდი ადამიანებს სავსეს ერთმანეთით და “ერთმანეთს” სავსეს ბედნიერებით.
ვნახავდი მოხუც ცოლ-ქმარს სავსეს მადლიერებით ყოველი დღისთვის.
ვნახავდი სიხარულს ყოველი ერთად გატარებული წუთისთვის და სიფრთხილეს ბოლო წამების არ დაკარგვისთვის.
ვნახავდი ღმერთს ადამიანებში და ადამიანებს სიყვარულში.
ვნახავდი ამ ყველაფერს და მივხვდებოდი რომ, მიტოვებული რკინიგზა, ან ძველი, ნაომარი რელსები შეიძლება მიდიოდნენ იმ გზის დასასრულთან სადაც დიდი ბედნიერებაა.
და მე მივხვდებოდი რომ ცხოვრება ღირს...
14.08.18

Comments
Post a Comment