"გაორების “ გაორებული ეფექტები რეცენზია ქეთი ბარნაბიშვილის წიგნზე "გაორება" ქეთი ბარნაბიშვილის წიგნი „ გაორება “ ბოლო პერიოდში წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა . ჩემი და წიგნის ურთიერთობა თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო . სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი ფეისბუქის ერთ - ერთი პოსტის კომენტარებში . სათაურმა მიმიზიდა და საფიქრალი გამიჩინა . ყდა ისეთი აქვს , მარტივი მისახვედრი იყო , ადამიანის პიროვნულ გაორებასთან რომ უნდა ჰქონოდა კავშირი . ასე ვიცი ხოლმე - წიგნები თითქოს მეძახიან , თავად მირჩევენ . ამიტომ , მალევე წიგნის მაღაზიაში ვიპოვე და შევიძინე . პირველი ემოცია იმედგაცრუებას ჰგავდა . ვკითხულობდი და იშლებოდა ბანალური , თანამედროვე კომუნიკაციის ფორმა , ონლაინ მიმოწერები - დიდი არაფერი პერსპექტივა ჩანდა . თუმცა , მალევე მივხვდი - ავტორს ძალიან კარგი ხერხი ჰქონდა შერჩეული პერსონაჟები გაეცნო ჩვენთვის და ამ ვითომ ყოფით დიალოგში ბევრი საინტერესო დეტალ...
Posts
მკითხავი
- Get link
- X
- Other Apps
კარი გაიღო და ქალი გამოვიდა. გრძელი შავი კაბა ეცვა. შიშველი ფეხები ჰქონდა და ნელი სვლით, მოკლე ნაბიჯებით მიიწევდა წინ. გზა რომელსაც შიშველი ტერფებით გადიოდა მხოლოდ მისი იყო - მისი გასავლელი. ემოციებით, გრძნობებით და იმედებით სავსე მიიწევდა წინ. დერეფანში მიმავალი შიშველი ფეხები იყო სიმბოლო გაყრის და შეერთების, მიახლების და განშორების. *** სავსე მთვარე იყო. ფარდები გადასწია. ოთახში შუქი ჩააქრო. პატარა მაგიდაზე სამი სანთელი დადგა. დაანთო. მათ შუაში გამჭვირვალე ჯამით წყალი ჩადგა და შელოცვის ბუტბუტი დაიწყო. კოსმიური ძალების გამოსახმობად შესაფერისი დრო იყო. მას შური უნდა ეძია. დამცირებას და შეურაცხყოფას არავის აპატიებდა. სასტიკად დასჯიდა და აზღვევინებდა იმას რომ მოატყუეს. მეტი არც არაფერი ახსოვდა, მისი გონება სრულად იყო მოცული ბრაზით და ბოღმით. უნდოდა აღესრულებინა ჩანაფიქრი და შედეგით დამტკბარიყო. მხოლოდ ეს თუ დაამშვიდებდა. ბავშვობაში ბებიამ პატარა ლოცვა ასწავლა და უთხრა, თუ ამ ლოცვას სავსე მთვარის დროს იტყოდა და სურვილს ჩაუთქვამდა, აუცილებლად შეუსრულდებოდა. დაარიგა, თუ ვინმე...
ცოდვის შვილი
- Get link
- X
- Other Apps
მის ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც ახსენებდნენ თუ ვინ იყო სინამდვილეში... *** პირველად 6 წლის იყო ძიძამ "ცოდვის შვილი" რომ უწოდა. მივიდა დედასთან და ჰკითხა, რას ნიშნავდა "ცოდვის შვილი". დედა ჯერ დაიბნა, მერე აუხსნა რომ სისულელი იყო და მაგ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიექცია. იმ დღის მერე ის ძიძა თვალით აღარ უნახავს. სიტყვები კი დაამახსოვრდა. თითქოს "ზურგჩანთა" მოიკიდა წარწერით "ცოდვის შვილი" 7 წლის რომ იყო, სოფელში ვიღაც ნათესავმა მასზე თქვა "ცოდვის შვილიო". ისევ მივიდა დედასთან და ჰკითხა რას ნიშნავს "ცოდვის შვილიო". დედა ისევ გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია და შვილს უთხრა. შურთ შენი ლამაზი რომ ხარ და ქალაქში ცხოვრობ ამიტომ უნდათ რომ გაგაბრაზონო. ნუ მიაქცევ ყურადღებასო. იგრძნო იმ "ზურგჩანთაში" ლოდები როგორ ჩაემატა. ეცადა დავიწყებას. დაივიწყა კიდეც მაგრამ ზურგჩანთა წარწერით "ცოდვის შვილი" მუდამ თან ჰქონდა. 8 წლის იყო დასასვენებლად ბორჯომში წაიყვანა დედამ. იქ ვიღაც უცხო ადამიანების გა...
ს ც ე ნ ა
- Get link
- X
- Other Apps
ყველას თავისი ტრაგედია აქვს. ყველა თავის კომედიას დგამს. ყველა თავის სატირულ როლს თამაშობს. ყველას თავისი დრამის თეატრი აქვს და ყველა თავად არის სცენარის ავტორი. მაყურებელი კი აფასებს ჟანრს, შესრულებას და უკრავს ტაშს სუბიექტურად. ბევრს სხვისი როლი მეტად მოსწონს ვიდრე თავისი. ზოგი თავის როლს საერთოდ არ თამაშობს და მხოლოდ მაყურებელია. ძლიერებს მთავარი როლი აქვთ. სუსტებს მეორეხარისხოვანი. ვიღაცას მეტად უმართლებს. სხვას ბრძოლა ერგო როლად. საბოლოოდ ყველა იმ აღიარებას იღებს რაც ითამაშა. არჩევანი ყველას აქვს. მათ შეუძლიათ შეარჩიონ ჟანრი, როლი და სტატუსი. მათ შეუძლიათ თავად შექმნან თავიანთი წარმოდგენა. ითამაშონ ისე როგორც უნდათ და არ დაელოდონ ოვაციებს. საბოლოოდ მაინც ყველას თავისი სოლო სცენა აქვს...
"სოხუმი დაეცა!!!"
- Get link
- X
- Other Apps
27 სექტემბერი. სოხუმის დაცემის დღე. ქვეყნის მეორე ბოლოში ვცხოვრობდი. მაშინ მხოლოდ 6 წლის ვიყავი. ომი მე არ შემხებია, მაგრამ ჩემს ახლობლებს შეეხოთ და ამით გახდა ეს ტრაგედია ჩემი თავგადასავალი. ეს ამბავი არის 25 წლის ბიჭზე და მის დედაზე. ეს ბიჭი ბიძაჩემია, მისი დედა კი ჩემი ბებია. ერთ საღამოს ჩვენთან, კახეთში დედის ნათესავები ჩამოვიდნენ სამტრედიიდან, ქუთაისიდან და ვანიდა. დედას ძალიან გაუხარდა მათთან შეხვედრა. ასე უთხრა, წუხელ სიზმარში ვნახე მერცხლების გუნდი შემომეხვიაო. აი, ამიცხადდა კიდეცო. მეც გამიხარდა, ჩემს 5 წლის ძმასაც. ისინი ომს გამოექცნენ. ყოველ წუთს შეიძლებოდა მათთანაც ჩამოვარდნილიყო ჭურვი. პირველად მაშინ მივხვდი ომი რომ იყო. მაგრამ ომი რა იყო ეს არ ვიცოდი. ყოველ საღამოს ოჯახი ტელევიზორთან რომ იკრიბებოდა და ბავშვებს ხმის ამოღების საშუალებას არ გვაძლევდნენ ვერც მაშინ ვხვდებოდი რა მძიმე მდგომარეობა გვქონდა ოჯახში. მახსოვ თეთრთმიანი ბებიაჩემი როგორ ყურადღებით უსმენდა საღამოს საინფორმაციო გამოშვებას. მკერავი იყო. საქმეს უცებ მოამთავრებდა და ტელევიზორთან ჯდებოდა. გონებ...
თმა
- Get link
- X
- Other Apps
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა. წამოვედი კახეთიდან "დიდ ქალაქში". გზაში მყოფს დედამ დამირეკა და მითითებების კორიანტელში გამხვია. საუბრის ბოლოს ის იყო ველოდი, ახლა იმასაც მეტყვის "-ავტობუსი რომ გაჩერდება მერე ჩამოდიო". მაგრამ გადავრჩი - არ უთქვამს. ეტყობა გამოვედი იმ ასაკიდან მსგავსი დარიგება რომ მჭირდება მეთქი გავიფიქრე. გავიხარე, გავიზარდე და დავჭკვიანდი ეტყობათქო... რომ დედის სიტყვებმა ოცნებას მომწყვიტა - სალონში შედი და თმები დაივარცხნეო. უფრო მუქარა იყო ვიდრე დარიგება. მეტი რა გზა მქონდა უნდა შემესრულებინა. ჩამოვედი. მოვუყვებოდი ქუჩას სადაც ერთმანეთის მიყოლებით სალონები იყო გახსნილი. ჩავუარე ორს და გავჩერდი მესამესთან. შევიხედე, რაღაც არ მომივიდა თვალში. გავაგრძელე გზა და გავჩერდი მეოთხესთან, იქაც შევიხედე და დავინახე ბიჭი იჯდა. არ შევედი. ისევ გავაგრძელე გზა. გავჩერდი მეხუთესთან, შევიხედე ქალი ჟურნალს ათვალიერებდა. სხვა არავინ ჩანდა. გული არც იქ მიმივიდა, მაგრამ ფეხები თვითნებურად შევიდნენ. მაინც სულ ერთიამეთქი გავიფიქრე, რადგან დედამ დამაბარა უეჭველი უნდ...
ძველი გზა
- Get link
- X
- Other Apps
... გავუყვებოდი მიტოვებულ რკინიგზას. შევიდოდი ღრმად ტყეში. ვივლიდი ძველ რელსებზე. მივიდოდი გზის ბოლომდე და ვნახავდი სახლს. ძველებურ პატარა სახლს მომცრო ფანჯრებით, მოაჯირიანი ვერანდით და მსხვილი საკვამურით. შევიხედავდი სარკმელში და დავინახავდი მოხუც ქმარს წიგნით ხელში, ცხვირზე დიდი სათვალით, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მიშვერილი ჭრელწინდებიანი ფეხებით. ვნახავდი მოხუც ცოლს მის გვერდით, საქსოვით ხელში. გამაოცებდა მისი უნარი უსათვალოდ ქსოვისას. გამაოცებდა კაცის ტკბილი ხმა ვაჟას პოემების ხმამაღლა კითხვისას. გამაოცებდა პატარა სამზარეული. მუქი ფარდის მიღმა მიმალული ერთი საწოლიც გამაოცებდა. გამაოცებდა პატარა მაგიდა ორი სკამით. პატარა კარადა წიგნებით სავსეც გამაოცებდა. ძველებური ნავთის ლამფა, ფანჯრებზე დაკიდებული ნაქსოვი ფარდები და ხის ფიგურების სათლელი ხელსაწყოები გამაოცებდა. ვნახავდი სამყაროს ძალიან პატარას მაგრამ ძალიან დიდს თავისი არსით. ვნახავდი ადამიანებს სავსეს ერთმანეთით და “ერთმანეთს” სავსეს ბედნიერებით. ვნახავდი მოხუც ცოლ-ქმარს სავსეს მადლიერებით ყოველი დღისთვის. ვნახავდი სიხა...